вторник, 18 июля 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

               დღევანდელი ტრენინგი მეტად მრავალფეროვანი და ხალისიანი იყო. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ტრენერმა შეამოწმა ჩვენი წინარე ცოდნა, რომელიც მივიღეთ ტრენინგის მთლიანი კურსის შედეგად. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პროექტის პრეზენტაციები, რომელმაც დადებითი შეფასებები გამოიწვია. ჩემი აზრით ტრენინგი მრავლისმომცემი იყო ყოველი ჩვენთაგანისთვის.  განსაკუთრებით მომეწონა პროექტი საღეჭ რეზინზე, რომელიც წარადგინა ქიმიის პედაგოგმა ქეთი ჩხეიძემ, პროექტის შედეგად გავიგე ისეთი დეტალები საღეჭ რეზინზე, რომელიც აქამდე არ ვიცოდი. მნიშვნელოვანი იყო ქალბატონ აზა ჩხიკვაძის  პროექტი"ხაჭაპური"-ს პრეზენტაცია, რომელიც დასრულდა ხაჭაპურის დაგემოვნებით.
              და ბოლოს ტრენინგი დავაგვირგვინეთ "მრავალჟამიერით".
       P.S. მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ მანანა კვინიკაძეს თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარებისთვის.

понедельник, 17 июля 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე

             დღევანდელ ტრენინგზე  ტრენერს გავაცანით სასწავლო პროექტის პროცედურები და შესაბამისად მივიღეთ შენიშვნები და შეფასებები. პროექტის სტანდარტებში ჩავამატეთ 21 საუკუნის უნარები სსმ მოსწავლეებისთვის, ნიჭიერი მოსწავლეებისთვის და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის. შევავსეთ პროექტში საჭირო რესურსების ცხრილი. შევქმენით პროექტის აქტუალობასთან დაკავშირებული კითხვარი.

четверг, 13 июля 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

                     დღევანდელ ტრენინგზე წავიკითხეთ პროექტის მსვლელობის პროცედურები, გავაცანით ტრენერს ჩვენი ნამუშევრები და მივიღეთ შესაბამისი რჩევა-დარიგებები, მითითებები. შემდეგ გავეცანით შაბლონს-ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს, რომელიც მოვარგეთ ჩვენს პროექტს და შესაბამისად შევავსეთ ცხრილი, რომელიც ასახავს მოსწავლეთა მუშაობის აქტივობას პროექტის მსვლელობის დროს. ვისწავლეთ ინტერნეტ ფეიჯების შექმნა.

вторник, 11 июля 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკას, შევისწავლეთ დრაივზე ახალი დოკუმენტის შექმნა, დავალებად მოგვეცა პროცედურების ფაილში დაწვრილებით ჩამოვწეროთ მოსწავლის ნაშრომში შეფასების რუბრიკა. ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტის კომენტირება, მისი გაზიარება და უკუკავშირების ჩაწერა.

четверг, 6 июля 2017 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

         დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლეთ და შევქმენით ჩვენ მიერ არჩეული პროექტის პრეზენტაცია სლაიდ-შოუს სახით.  შევქმენით დიაგრამა, რაც ყველაზე საინტერესო იყო ჩემთვის. შემდეგ ეტაპზე გავეცანით "საავტორო უფლებების" დაცვის პრეზენტაციას შევქმენით ციტირებული დოკუმენტი.
          შემდეგ ინტერნეტიდან გადმოვიწერეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციისთვის შესაბამისი სურათები და გამოყენებული ლიტერატურის ინტერნეტ მისამართები.
           გადმოწერილი სურათები ჩავსვით მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაციაში.
       პრეზენტაცია "მოსწავლის ნიმუში"  შევქმენით შემდეგი პუნქტების გათვალისწინებით:
          1.   პროექტის სათაური  (სია)
          2. აქტუალობა
          3. პროექტის შინაარსის მსვლელობა, აქტივობები,(სლაიდ-შოუ),კოლაჟი.
          4. ფაქტები და აღმოჩენები.
          5. გამოკითხვის შედეგები, დიაგრამები.
          6. ანალიზი,დასკვნები.
          7. საზოგადოებისათვის სარგებელი, რჩევები, რეკომენდაციები.
          8. ლიტერატურული წყაროები.
       
         

вторник, 4 июля 2017 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით გზამკვლევი შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენებისათვის შეფასების სტრატეგიები. გულდასმით შევისწავლეთ თითოეული სტრატეგია და შევუსაბამეთ ჩვენ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს. შემდეგ გავაკეთეთ ტრენინგის წევრთა შეფასებები კომენტარების სახით.