вторник, 18 июля 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

               დღევანდელი ტრენინგი მეტად მრავალფეროვანი და ხალისიანი იყო. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ტრენერმა შეამოწმა ჩვენი წინარე ცოდნა, რომელიც მივიღეთ ტრენინგის მთლიანი კურსის შედეგად. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პროექტის პრეზენტაციები, რომელმაც დადებითი შეფასებები გამოიწვია. ჩემი აზრით ტრენინგი მრავლისმომცემი იყო ყოველი ჩვენთაგანისთვის.  განსაკუთრებით მომეწონა პროექტი საღეჭ რეზინზე, რომელიც წარადგინა ქიმიის პედაგოგმა ქეთი ჩხეიძემ, პროექტის შედეგად გავიგე ისეთი დეტალები საღეჭ რეზინზე, რომელიც აქამდე არ ვიცოდი. მნიშვნელოვანი იყო ქალბატონ აზა ჩხიკვაძის  პროექტი"ხაჭაპური"-ს პრეზენტაცია, რომელიც დასრულდა ხაჭაპურის დაგემოვნებით.
              და ბოლოს ტრენინგი დავაგვირგვინეთ "მრავალჟამიერით".
       P.S. მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ მანანა კვინიკაძეს თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარებისთვის.

понедельник, 17 июля 2017 г.

ტრენინგის მერვე დღე

             დღევანდელ ტრენინგზე  ტრენერს გავაცანით სასწავლო პროექტის პროცედურები და შესაბამისად მივიღეთ შენიშვნები და შეფასებები. პროექტის სტანდარტებში ჩავამატეთ 21 საუკუნის უნარები სსმ მოსწავლეებისთვის, ნიჭიერი მოსწავლეებისთვის და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის. შევავსეთ პროექტში საჭირო რესურსების ცხრილი. შევქმენით პროექტის აქტუალობასთან დაკავშირებული კითხვარი.

четверг, 13 июля 2017 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

                     დღევანდელ ტრენინგზე წავიკითხეთ პროექტის მსვლელობის პროცედურები, გავაცანით ტრენერს ჩვენი ნამუშევრები და მივიღეთ შესაბამისი რჩევა-დარიგებები, მითითებები. შემდეგ გავეცანით შაბლონს-ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს, რომელიც მოვარგეთ ჩვენს პროექტს და შესაბამისად შევავსეთ ცხრილი, რომელიც ასახავს მოსწავლეთა მუშაობის აქტივობას პროექტის მსვლელობის დროს. ვისწავლეთ ინტერნეტ ფეიჯების შექმნა.

вторник, 11 июля 2017 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკას, შევისწავლეთ დრაივზე ახალი დოკუმენტის შექმნა, დავალებად მოგვეცა პროცედურების ფაილში დაწვრილებით ჩამოვწეროთ მოსწავლის ნაშრომში შეფასების რუბრიკა. ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტის კომენტირება, მისი გაზიარება და უკუკავშირების ჩაწერა.

четверг, 6 июля 2017 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

         დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლეთ და შევქმენით ჩვენ მიერ არჩეული პროექტის პრეზენტაცია სლაიდ-შოუს სახით.  შევქმენით დიაგრამა, რაც ყველაზე საინტერესო იყო ჩემთვის. შემდეგ ეტაპზე გავეცანით "საავტორო უფლებების" დაცვის პრეზენტაციას შევქმენით ციტირებული დოკუმენტი.
          შემდეგ ინტერნეტიდან გადმოვიწერეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციისთვის შესაბამისი სურათები და გამოყენებული ლიტერატურის ინტერნეტ მისამართები.
           გადმოწერილი სურათები ჩავსვით მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაციაში.
       პრეზენტაცია "მოსწავლის ნიმუში"  შევქმენით შემდეგი პუნქტების გათვალისწინებით:
          1.   პროექტის სათაური  (სია)
          2. აქტუალობა
          3. პროექტის შინაარსის მსვლელობა, აქტივობები,(სლაიდ-შოუ),კოლაჟი.
          4. ფაქტები და აღმოჩენები.
          5. გამოკითხვის შედეგები, დიაგრამები.
          6. ანალიზი,დასკვნები.
          7. საზოგადოებისათვის სარგებელი, რჩევები, რეკომენდაციები.
          8. ლიტერატურული წყაროები.
       
         

вторник, 4 июля 2017 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით გზამკვლევი შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენებისათვის შეფასების სტრატეგიები. გულდასმით შევისწავლეთ თითოეული სტრატეგია და შევუსაბამეთ ჩვენ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს. შემდეგ გავაკეთეთ ტრენინგის წევრთა შეფასებები კომენტარების სახით.

пятница, 30 июня 2017 г.

ტრენინგის მესამე დღე

გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას 2 მოდულის მიხედვით, ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით. ამის შემდეგ გავეცანი ჩემი საგნის ეროვნული სტანდარტის გეგმას და გამოვიყენე მისაღწევი შედეგისთვის, შესაბამისი ინდიკატორების გამოყენებით. ყოველი ინდიკატორი დავსვი მისაღწევ შედეგზე და თითოეულს შევუსაბამე  პროექტის სასწავლო მიზანი. ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.

четверг, 29 июня 2017 г.

ტრენინგის მეორე დღე

დღევანდელი ტრენინგი იყო მრავალმხრივ მნიშვნელოვანი. ტრენერს გავაცანით ჩვენ მიერ აღჩეული პროექტის თემის მოკლე შინაარსი, რომელიც მისივე დასტურის შემდეგ გადავიტანეთ ზემო აღნიშნულის შაბლონის ნიმუშში. შემდეგ გავეცანით ბუკლეტის შაბლონს და ამის მაგალითზე ჩვენც ანალოგიურად დავიწყეთ შექმნა. გადმოვიწერეთ ინტერნეტის საშუალებით სურათები და მოვათავსეთ ბუკლეტის შაბლონში. შემდეგ ეს ყოველივე შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში. 

суббота, 24 июня 2017 г.

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ინტელის სასწავლო კურსის სახელმძღვანელოს, მის შინაარსს, ვისწავლეთ ვიუვერის გამოყენება. შევქმენით ბლოგი და ინფორმაცია შევინახეთ დრაივზე. დრაივი არის ინფორმაციის საცავი, რომელიც საიმედოდ ინახავს მოცემულ მასალებს. ტრენინგი იყო ნაყოფიერი, საინტერესო, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლის განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენებას.