გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას 2 მოდულის მიხედვით, ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით. ამის შემდეგ გავეცანი ჩემი საგნის ეროვნული სტანდარტის გეგმას და გამოვიყენე მისაღწევი შედეგისთვის, შესაბამისი ინდიკატორების გამოყენებით. ყოველი ინდიკატორი დავსვი მისაღწევ შედეგზე და თითოეულს შევუსაბამე პროექტის სასწავლო მიზანი. ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.
пятница, 30 июня 2017 г.
четверг, 29 июня 2017 г.
ტრენინგის მეორე დღე
დღევანდელი ტრენინგი იყო მრავალმხრივ მნიშვნელოვანი. ტრენერს გავაცანით ჩვენ მიერ აღჩეული პროექტის თემის მოკლე შინაარსი, რომელიც მისივე დასტურის შემდეგ გადავიტანეთ ზემო აღნიშნულის შაბლონის ნიმუშში. შემდეგ გავეცანით ბუკლეტის შაბლონს და ამის მაგალითზე ჩვენც ანალოგიურად დავიწყეთ შექმნა. გადმოვიწერეთ ინტერნეტის საშუალებით სურათები და მოვათავსეთ ბუკლეტის შაბლონში. შემდეგ ეს ყოველივე შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
суббота, 24 июня 2017 г.
ტრენინგის პირველი დღე
გავეცანით ინტელის სასწავლო კურსის სახელმძღვანელოს, მის შინაარსს, ვისწავლეთ ვიუვერის გამოყენება. შევქმენით ბლოგი და ინფორმაცია შევინახეთ დრაივზე. დრაივი არის ინფორმაციის საცავი, რომელიც საიმედოდ ინახავს მოცემულ მასალებს. ტრენინგი იყო ნაყოფიერი, საინტერესო, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლის განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენებას.
Подписаться на:
Сообщения (Atom)